თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის სასტუმრო "დატჩაში" სროლები იყო. დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაიჭრა. ადგილობრივი სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, დამნაშავე, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სასტუმროში უკანა ეზოდან შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასტუმროს მეპატრონის ახლობლების მისამართით სროლა განახორციელა. ამის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა.
დაღუპული და დაჭრილები თურქეთის მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეს ეძებს.