ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის

ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის "რესპუბლიკელებიდან" დონალდ ტრამპი, "დემოკრატებიდან" კი ჰილარი კლინტონი ლიდერობს

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ივნისიდან ჩაერთო, რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის ლიდერობს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

სააგენტო "როიტერის" მიერ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე ონლაინ გამოკითხვის თანახმად აღმოჩნდა, რომ ტრამპისთვის ხმის მისაცემად მზად არის ამომრჩეველთა 25 %, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მისი კონკურენტის ჯებ ბუშის მონაცემები. ბუშისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა მხოლოდ 12 % აპირებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისთვის ივნისის დასაწყისში, ანუ როდესაც ის საარჩევნო მარათონში ჩაერთო, მისთვის ხმის მიცემას მხოლოდ 2 % გეგმავდა. ამასთან, დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონი ლიდერობს.