მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ

მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ "შეთანხმება" ძალაში შევიდა

რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ "შეთანხმება" ძალაში შევიდა. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთში ზაურ გასიევმა "შეთანხმების" რატიფიცირების შესახებ რწმუნებათა სიგელები გაცვალეს.

აღნიშნულ "შეთანხმებას" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი.