ოთხი წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

ოთხი წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი წლის ასაკის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.