ავღანეთში "თალიბანმა" ყოფილი ლიდერის, მულა მუჰამედ ომარის შემცვლელი დანიშნა. თუმცა, მისი ვინაობა ჯერ არ სახელდება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
მულა ომარის გარდაცვალების შესახებ გუშინ ავღანეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა. ოფიციალური წყაროების ცნობით, მულა ომარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. იგი "თალიბანს" 1996 წლიდან ედგა სათავეში.