„თუ ტარიფების გაზრდა თბილისშიც მოხდება, სუბსიდირება აქაც განხორციელდება“

„თუ ტარიფების გაზრდა თბილისშიც მოხდება, სუბსიდირება აქაც განხორციელდება“

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას თბილისშიც მიიღებს, სუბსიდირების იგივე პროგრამა განხორციელდება, რაც რეგიონებში განხორციელდება.

კალაძის თქმით, წლის ბოლომდე სუბსიდირებისთვის დაახლოებით 6 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

„იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით თბილისშიც, ანალოგიურად, სუბსიდირების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის თბილისშიც მოხდება“, - აღნიშნა კალაძემ.