სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისთვის მიუღებელია შეწყალების კომისიის არგუმენტები ლევან ბობოხიძის შეწყალების საქმეზე.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მან ამ შეწყალებას ნაჩქარევი უწოდა, რისი საფუძველიც ჰქონდა.
"ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა არასრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე. რა თქმა უნდა, მიუღებელია შეწყალების კომისიის არგუმენტები იმიტომ, რომ კომისიას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული, თუმცა მას ეს ინფორმაცია არ გამოუთხოვია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.