ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იქნება

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იქნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება. 

ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან არხი გასულ წელს საკუთარი სურვილით დატოვა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ ბოდოკია ხელმძღვანელობდა.