პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქო მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.

უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. "კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.