თურქეთში სასწრაფო დახმარების მანქანებს თავს დაესხნენ

თურქეთში სასწრაფო დახმარების მანქანებს თავს დაესხნენ

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ვითარება დაძაბული რჩება. სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ნუსაიბინში უცნობმა პირებმა სასწრაფო დახმარების სამი ავტომანქანა დაცხრილეს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცნობი პირები სასწრაფო დახმარების მანქანებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ქალაქის საავადმყოფოსთან იყვნენ გაჩერებული. უწყების ცნობით, ავტომანქანები ისეა დაზიანებული, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში ვითარება ბოლო ერთი კვირაა დაიძაბა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქ სურუჩში მასშტაბური ტერაქტი განახორციელა, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

თურქეთის ხელისუფლებამ გასულ პარასკევს "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთ მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.