ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა საკუთარი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი თანამდებობიდან გადააყენა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მისი ადგილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ალან ჯიოევმა დაიკავა.
ბორის ჩოჩიევი დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თიბილოვის "პრეზიდენტად" არჩევის დღიდან მუშაობდა. ამ ეტაპზე ის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მრჩეველი იქნება.