დიმიტრი მედვედევი:    რუსეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ყირიმის გარეშე

დიმიტრი მედვედევი: რუსეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ყირიმის გარეშე

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ყირიმის გარეშე. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ მედვედევმა სლოვენიის პრემიერ-მინისტრ, მიროსლავ ცერართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ ყოველ შემთხვევაში, ეს არის სასარგებლო", - განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთს ევროკავშირმა დაუწესა, ნეგატიურად აისახება რუსეთის და სლოვენიის ბიზნესზე, თუმცა ამ სანქციების გაუქმების ინიციატივა ევროკავშირისგან უნდა წამოვიდეს.