აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გართულებულია

აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გართულებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის საავტომობილო გზაზე საცობია. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივნის საავტომობილო გზის დასავლეთის მიმართულება და იქ სატრანსპორტო გადაადგილება ხდება მხოლოდ ოლიმპიადისთვის გამოყოფილი ავტობუსების და ავტომობილებისთვის. მეორე მიმართულებაზე კი, ცალმხრივი მოძრაობის ნაცვლად ორმხრივი მოძრაობაა დაშვებული, რაც საცობს განაპირობებს.

ოლიმპიური ფესტივალის სპორტული ღონისძიებების უმეტესობა ახალი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ ობიექტებზე ტარდება. ახალი თბილისი დიდ დიღომთან მდებარეობს და მასზე მოსახვედრად აღმაშენებლის ხეივნის გავლაა საჭირო.