მისაქციელში 15 წლის მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილი დაეჯახა

მისაქციელში 15 წლის მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილი დაეჯახა

მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე "აუდის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. როგორც "ინტეპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, გუშინდელი შემთხვევის ადგილზე სწორედ ამ ნომრების მქონე დაზიანებული ავტომობილი იდგა.

ამასთან, სამართალდამცველ უწყებაში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა დაკავებული ვინმე ან დაეჯახა თუ არა მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილი.