სემეკმა მოქალაქეებს 53 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 53 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 53 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ ხანდაზმულად მიიჩნია და მოქალაქეებს ჩამოაწერა სს "თელასის" მიერ მათზე დარიცხული თანხები. სულ ჩამოწერილმა თანხამ 53 582, 24 ლარი შეადგინა.

"აღნიშნული საკითხები წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებს შეეხებოდა, რომელიც 2012 წლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის დაგროვდა მომხმარებლების პირადი აღრიცხვის ბარათებზე. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს, ან სემეკთან არსებულ ენერგო ომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე ფაცებოოკ-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.