საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ, 10:58 საათზე მოხდა. 

ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.