საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი გადაეცა.
როგორც "ინტეპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური, ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული წვლილისა და უშუალო ჩართულობისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგანაც მიიღო. პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ოლიმპიური ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა.