რუსეთმა, შესაძლოა, ვითარების ესკალაცია უკრაინის გარდა დნესტრისპირეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განახორციელოს

რუსეთმა, შესაძლოა, ვითარების ესკალაცია უკრაინის გარდა დნესტრისპირეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განახორციელოს

ნავთობზე ფასების დაცემისა და ქვეყნის ეკონომიკაზე მომხდარი უძლიერესი დარტყმის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა კვლავაც მოისურვოს, ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს . ასეთი აზრი ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა თოდ ვუდმა "თჰე ჭასჰინგტონ თიმეს"-სთვის დაწერილ საკუთარ სტატიაში გამოთქვა.

მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობა შემოსავლების კლების გამო წუხს, ქვეყანაში კვლავაც ინფლაციაა. ქვეყნის მოქალაქეები იძულებული არიან შეამცირონ ხარჯები სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებზე. კრემლი კი თავის ხარჯებში კატეგორიულია - მისთვის პირველ ადგილზე არმიაა, რომლის მოდერნიზებაც სწორედ ახლა გადაწყვიტეს. საბოლო ჯამში, კრემლს კვლავას ესაჭიროება მოქალაქეების ყურადღების გადატანა. ეს კი ნიშნავს, რომ გააძლიეროს სამხედრო ყოფნა უკრაინაში.

ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ უკრაინის გარდა ესკალაცია შესაძლებელია დნესტრისპირეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.