აგვისტოში რუსეთმა, ტრადიციულად, სრულიად შესაძლებელია უკრაინაში სამხედრო მოქმედებები გაააქტიუროს. ამის შესახებ საერთაშორისო ლიდერობის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლქერმა განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ სწორედ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია. გასულ წელს ამავე პერიოდში გააძლიერა უკრაინაზე ზეწოლა. ვოლქერი აქვე აზუსტებს, რომ მის მიერ ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ ეს თავდასხმა აუცილებლად მოხდება, მაგრამ მისთვის მომზადება მაინც აუცილებელია.
მისი თქმით, თუ აგრესია განხორციელდა, ეს აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდება, მარიუპოლთან ახლოს, რომლითაც პუტინი ყირიმისკენ დერეფნის გაჭრას შეეცდება. ვოლქერის თქმით, არ უნდა გამოირიცხოს ოდესის ან ოდესადან ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიის დაკავება, რადგან იქ ცხოვრობს პრორუსულად განწყობილი უკრაინელების დიდი ნაწილი.