დევიდ ქემერონი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 2016 წელს რეფერენდუმს ჩაატარებს

დევიდ ქემერონი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 2016 წელს რეფერენდუმს ჩაატარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი გეგმავს 2016 წელს დანიშნოს რეფერენდუმი ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ - იუწყება "ინდეფენდენტი". "მთავრობაში წყაროების ინფორმაციით, ქემერონი ახლა დარწმუნებულია, რომ ევროპელ ლიდერებს ესმით ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და სურთ, დიდმა ბრიტანეთმა კვლავაც ითამაშოს წამყვანი როლი ევროზონაში", - წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამგვარად, ქემერონი, რომელიც ბრიუსელთან ურთიერთობის გაწყვეტის ინციატივით გამოდიოდა, აპირებს, მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ვითარება, რათა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩეს.

9 ივნისს თემთა პალატამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე.

24 ივლისს კი აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს გაერთიანებაში, რათა გლობალურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.