ჩინეთში მამაკაცმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა

ჩინეთში მამაკაცმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა

ჩინეთში, ავიაკომპანია "Shenzhen Airlines"-ის სამგზავრო თვითმფრინავში მამაკაცმა ხანძარი გააჩინა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. 
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ქალაქ გუანჩჟოუში დასაშვებად ემზადებოდა. ინციდენტის დროს ლაინერში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

დამნაშავემ ხანძარი სანთებელითა და საწვავი სითხით გააჩინა. თვითმფრინავში მყოფებმა მამაკაცის გაუვნებელყოფა შეძლეს და ხანძარიც ჩააქრეს. ინციდენტისას ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ჩამოფრენისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თითქმის მთელ მსოფლიოში თვითმფრინავის ბორტზე სანთებლებისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების შეტანა აკრძალულია. უცნობია, დამნაშავემ როგორ გაიარა შემოწმება თვითმფრინავში შესვლამდე.