ევროპარლამენტარები მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაის შეხვდნენ.
ევროპარლამენტარები მატროსოვის ციხეში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხზე საუბარს პრეზიდენტთან და პრემიერთანაც გეგმავენ.
"მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს. იმედია, რომ სასამართლო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები დაეხმარება ამ პროცესს. ვფიქრობ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება. თქვენმა ქვეყანამ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია და შერჩევითი სამართლის ნიშნები ამას აზიანებს. იმედია, მათ ექნებათ სამართლიანი შანსი, რომ საკუთარი საქმეები მოიგონ," - ამბობს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი.
ლიტველი პოლიტიკოსი გაბრიელუს ლანსბერგისი კი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას მდგომარეობა "კარგი არ არის ".
"მე შევხვდი ბაჩო ახალაიას. ის არ გამოიყურება კარგად, მაგრამ აბობს, რომ კარგ მდგომარეობაშია და მისი უფლებები არ ირღვევა. კითხვები, რომელიც სასამართლოს სხდომებს და მის ბრალს უკავშირდება, ისევ არსებობს. არის ეჭვი იმისა, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ჩვენ ამ საკითხებს პრეზიდენტსა და პრემიერს გავაცნობთ," - აცხდებს ევროპარლამენტის წევრი, გაბრიელუს ლანსბერგისი.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.