ე.წ.მესაზღვრეებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 წლის დავით ხუროშვილი დააკავეს

ე.წ.მესაზღვრეებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 წლის დავით ხუროშვილი დააკავეს

ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში ადგილობრივი მკვიდრი 48 წლის დავით ხუროშვილი დააკავეს. დავით ხუროშვილთან ერთად ბაღში მუშაობდნენ მისი ოჯახის წევრები.

დაკავებულის დედა ციური ხუროშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა. ციური ხუროშვილის თქმით, დავით ხუროშვილს ე.წ. მესაზღვრეებმა ტელეფონით სარგებლობის შესაძლებობა მისცეს და სწორედ მისგან შეიტყვეს, რომ ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავდათ. ამ დროისთვის დავით ხუროშვილის მობილური ტელეფონი გამორთულია. სხვა ინფორმაცია ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ.