თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მანამდე გაგრძელდება, ვიდრე თურქეთში ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ იქნება ამოწურული. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
მისივე თქმით, ეს ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აწარმოებს, მხოლოდ ერთ წერტილში არ არის კონცენტრირებული.
ცნობილი გახდა, რომ თურქეთი სამხედრო თვითმფრინავებს იყენებს სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთი "ბოევიკების" პოზიციების გასანადგურებლად ჩრდილოეთ ერაყში.