სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი აცრუნ ოვანისიანი ყველას მოუწოდებს, არ დაეყრდნონ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვის შესახებ.
"მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს და დაეყრდნოთ მხოლოდ სომხეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ უკეთესი აზრის ვიყავით აზერბაიჯანულ პროპაგანდასთან დაკავშირებით", - განაცხადა ოვანისიანმა.
მისივე ინფორმაციით, 24 ივლისის 19:00 საათიდან მოწინააღმდეგე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, განსაკუთრებით სომხეთის არცახისა და ტავუშის რაიონებში.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, აზერბაიჯანული მხრიდან 160-ჯერ დაფიქსირდა დარღვევა. სროლა მიმდინარეობდა მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ოვანისიანის თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საჭიროების შემთხვევაში ახორციელებდნენ საპასუხო გასროლას, რომლის დროსაც მოწინააღმდეგეს მიადგა დანაკარგი და ზიანი.