„კომისია პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების ნიშნით არ იღებს გადაწყვეტილებას“

„კომისია პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების ნიშნით არ იღებს გადაწყვეტილებას“

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისია პოლიტიკური ნიშნით არ იღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, შეწყალების კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევან ბობოხიძე იყო პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა.

„კომისიის თითოეული წევრი არის საზოგადოების საკმაოდ აქტიური წევრი, შესაბამისად, ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხონის მუნიციპალიტეტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო და იცოდნენ, რომ აღნიშნული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხონის მუნიციპალიტეტში იყო აკაკი ბობოხიძე, კომისიამ ისიც იცოდა, რომ მისი ძმა იყო ერთ-ერთი მსჯავრდებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს კომისიის გადაწყვეტილებისთვის. კომისია პოლიტიკური ნიშნით არ იღებს გადაწყვეტილებას და კომისია არ იღებს პარტიული კუთვნილების ნიშნით გადაწყვეტილებას. კომისიამ განიხილა აRნიშნული საქმე, საქმის დეტალები, ასევე კომისიამ განიხილა ის პრინციპები, რომელიც მას აქვს დადებითი რეკომენდაციის ჩამოყალიბებისას და პლიუს  ამას, კომისიამ განიხილა ასევე ის, რაც თავად მსჯავრდებულებს ჰქონდათ თავიანთ დახასიათებასა და წარმოდგენილ განცხადებაში ჩამოყალიბებული, რის საფუძველზეც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მიიღო“, - განაცხადა ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 23 ივლისს 98 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იყო.