„დავუშვათ, პრეზიდებნტმა არ იცოდა, რომ ლევან ბობოხიძე არის აკაკი ბობოხიძის ძმა“

„დავუშვათ, პრეზიდებნტმა არ იცოდა, რომ ლევან ბობოხიძე არის აკაკი ბობოხიძის ძმა“

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ლევან ბობოხიძე იმიტომ შეიწყალა, რომ მასზე დადებითი რეკომენდაცია იყო დადებული.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა არა პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა, არამედ მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე.

„შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს, ეს არ არის დიდი ჟიური. ჩვენ ვბჭობთ, ვიხილავთ საქმეს, ვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიხილავთ იმ პოლიტიკურ თემებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ საქმესთან იყოს აპელირებული. ეს არ იყო პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება, თუმცაღა პრეზიდენტს აქვს უფლება ექსკლუზიურად შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, რადგანაც მას კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას. მე არ მახსენდება არცერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტს კომისიის მიერ უარყოფითი რეკომენდაცია გაეხადა განსჯის საგნად და ეცადა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა. პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე, რადგანაც კომისიას ლევან ბობოხიძეზე დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა, ისევე როგორც, ამ საქმეში არსებულ სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვიხილავდით საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების საკითხს. დავუშვათ, პრეზიდებნტმა არ იცოდა, რომ ლევან ბობოხიძე არის აკაკი ბობოხიძის ძმა, რომ ცოდნოდა უნდა დაეტოვებინა ციხეში იმ პრინციპით, რომ ის არის აკაკი ბობოხიძის ძმა?“ - განაცხადა ქორიძემ.