100 ათასი სამი მანქანისთვის - როგორ შემოიჭირა ქამარი ქუთაისის მერიამ

100 ათასი სამი მანქანისთვის - როგორ შემოიჭირა ქამარი ქუთაისის მერიამ

ა.ა.ი.პ ქუთაისის "სპეციალური სერვისების " სამსახურმა 2015 წლის 10 ივლისს გამოაცხადა ტენდერი 3 მსუბუქ ავტომობილზე. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებად გათვალისწინებულია 100 000 ლარი.

იმ პირობებში,როცა მთავრობა ატარებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი ქმედებაა.ვფიქრობთ, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დაუშვებელია ქუთაისის მოსახლეობის თანხების უმიზნოდ ხარჯვა. ყველაზე საინტერესო ის არის რომ ააიპის თანამშრომლები 2014 წლიან ავტომობილზე ნაკლებს არ კადრულობენ. ეს არის გაჭირვებული ქუთაისელების დაცინვა და აბუჩად აგდება, - აცხადებს ,,მედიატორის" ქუთაისის წარმომადენელი მედეა კახიძე.