კალაძე და ტარიფი - რატომ ყიდულობს დენს საქართველო

კალაძე და ტარიფი - რატომ ყიდულობს დენს საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის საკითხს ეხმაურება. განცხადებას ჭიაბერაშვილი „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა წინასაარჩევნო პერიოდშივე დაუშვა, რადგან დაპირება ტარიფების განახევრების შესახებ იყო არარეალისტური. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიაზე ერთი თეთრით ტარიფის დაწევამ მოსახლეობას შეღავათი არ მისცა, თუმცა გააფუჭა ურთიერთობა ინვესტორებთან, რადგან მათ გაუჩნდათ განცდა არასტაბილურობის.

„პირველ რიგში დაპირება იყო არარეალისტური, რომელიც მერე აღიარეს, რომ ტერიფების განახევრება ვერ მოხდებოდა და მხოლოდ ერთი თეთრით დააკლეს, მაგრამ ის ერთი თეთრით დაკლება იყო სერიოზული ზიანის მომტანი. პირველი ის, რომ ამან აჩვენა ინვესტორებს , რომ ამ სფეროში ფულის ჩადება აღარ ღირს, როგორც კი ინვესტორებმა ქართულ ენერგეტიკაში ფულის ჩადება შეწყვიტეს, შესაბამისად სისტემა უფრო არაფექტური გახდა, მეორე - ჩვენ 2006 წლიდან გავხდით ჯამურად ელექტროენერგიის ექსპორტიორები, რაც ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში შემოგვაქვს ელექტროენერგია, რაღაც პერიოდში ვყიდით, თუმცა ჯამურად ჩვენ უფრო მეტს ვყიდდით ვიდრე ვყიდულობდით. ახლა კი ჩვენ დავუბრუნდით 2006 წლამდე ვითარებას, როდესაც ჩვენ ბევრად მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ ვიდრე შეგვიძლია გაყიდვა. დღეს იგივე მინისტრი კალაძე , იგივე მთავრობა, რომელმაც აქამდე მიიყვანა სახლემწიფო გვეუბნება, რომ ეხლა ტარიფი უნდა გავზარდოთ იმიტომ,რომ ელექტროენერგიას გარედან ვყიდულობთო. ვინ გააკეთა ის , რომ ჩვენ ისევ გვიხდება ელექტროენერგიის ყიდვა? ანუ პირველივე დანაპირები და ერთი თეთრით დაკლებული ელექტროენერგია და შემდგომი პოლიტიკა, მთლიანად იყო განსაზღვრული ,რომ ჩვენ საბოლოოდ ამ მომენტამდე მივიდოდით. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით იმას, რომ ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკას მოჰყვებოდა ტარიფის გაზრდა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.