ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 70 000 ქულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხდება

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 70 000 ქულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სემეკის მიერ მიღბული გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ ფენას მძიმე ტვირთად არ დააწვეს.

ირაკლი ღარობაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების რამდენიმე სქემა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყურადღება შეგვეჩერებინა ისეთ მოდელზე, სადაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავდა ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის. არცერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს არ მოუწევს არცერთი თეთრით, იმაზე მეტის გადახდა, რასაც აქამდე იხდიდა. ეს ეხება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, დაახლოებით 208 000 ოჯახს, ანუ ვინც 70 000 ქულა მიიღო ბაზაში. იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელი არის ბევრ ელექტროენერგიას მოხიმარს თუ ცოტას. 633 000 ადამიანისთვის სახელმწიფო დაფარავს სრულად ამ სხვაობას. ბიუჯეტიდან ჩვენ დაგვჭირდება ამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი, ცხადია ეს დამატებითი ხარჯი იქნება ბიუჯეტისთის, მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.