ბობოხიძე უმრავლესობას - თქვენ ზიხართ მატარებელში, რომელსაც ქვეყანა მოსკოვისკენ მიჰყავს

ბობოხიძე უმრავლესობას - თქვენ ზიხართ მატარებელში, რომელსაც ქვეყანა მოსკოვისკენ მიჰყავს

ჩვენ, სამწუხაროდ, რუსეთთან ორი მარცხი ვიწვნიეთ – ერთი 2008 წელს და მეორე - 2012 წელს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას არამხოლოდ სამხეთ ოსეთსა და აფხაზეთზე დავუთმეთ კონტროლი, არამედ მთელს საქართველოზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

მისი თქმით, "განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს ბანერი თბილისში არ დგას.         "თქვენ ზიხართ მატარებელში, რომელსაც ქვეყანა მოსკოვისკენ მიჰყავს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს გზა ბოლომდე ვერ გავა", - მიმართა კოლეგებს ბობოხიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, როცა მან რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის მონაწილეებს "უსაქმურები" უწოდა და ღარიბაშვილს მიმართა, რომ თუკი რაიმე ღირებულს ხსნის ქვეყანაში, ყველაფერი "ამ უსაქმურების" მიერ არის დაწყებული.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე მსჯელობენ. განსახილველად წარდგენილია რეზოლუციის პროექტის ორი ვარიანტი – ერთის ავტორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", მეორე "ქართულ ოცნებას" ეკუთვის.