მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაფორმების პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაფორმების პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაფორმების პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"გავაფორმე ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ პროცესი დროში ჭიანურდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება, თუმცა, ამით არავითარი დისკომფორტი არ ექმნება. სააკაშვილის განცხადებით, პროცესის გაჭიანურებით სურთ მას მუშაობაში ხელი შეუშალონ.