„იმედი მაქვს პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა „კეთილ ადამიანებს“ შეიწყალებს“

„იმედი მაქვს პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა „კეთილ ადამიანებს“ შეიწყალებს“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარაგველაშვილი „ნაციონალური“ პრეზიდენტია.

პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა ის მსჯავრდებული შეიწყალა, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავა პროკურატურამ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად „ნაციონალური“ პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, "კეთილ ადამიანებს" შეიწყალებს ძალიან მალე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.