„დღეს წარვუდგენ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას“

„დღეს წარვუდგენ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხზე მუშაობა მთავრობამ გუშინ მისი დავალებით უკვე დაიწყო.

„ჩვენ ახლა, ჩემი დავალებით უკვე ვმუშაობთ, გუშინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მე დღის ბოლოს უკვე წარვუდგენ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს სემეკმა „ენერგოპრო ჯორჯიას“ განცხადება დააკმაყოფილა და კომპანიის აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 3,48 თეთრით გაუძვირა. ამჟამად კი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში „თელასის" სატარიფო განაცხადია შესული, რომლის განხილვაც სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.