"სოკარი" საწვავზე ფასების კლებას აგრძელებს

"სოკარის" ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით დიზელის საწვავზე ფასები 5 თეთრით შემცირდა.

2015 წლის 24 ივლისის მდგომარეობით "ნანო-დიზელზე" ფასმა 1.87 ლარი; "ევროდიზელზე" კი 2.02 ლარი შეადგინა.

გარდა აღნიშნულისა, "სოკარის" მომსახურების ცენტრები მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება კი 7 თეთრს შეადგენს.