ნინოშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ნინოშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ტერიტორიაზე მოიხსნა გზის ძველი, დაზიანებული საფარი, მოეწყო ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი.

ასფალტის საფარი 2500 კვადრატულ ტერიტორიაზე დაიგო, პროექტის ღირებულება  150 000 ლარს შაედგენს.   სამუშაოები შპს „დრომ“ შეასრულა.

ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.