„თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება“

„თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება“

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მოსახელეობას ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ შეეხება.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა კომუნალური გადასახადის გადახდის პრობლემა არ შეექმნათ თბილისის მაცხოვრებლებს.

„თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც შესაბამის გადასახადს ვერ იხდიან, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და ჩვენ ავუნაზღაუროთ. გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული, საერთო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მერია მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა“,-განაცხადა  ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს სემეკმა „ენერგოპრო ჯორჯიას“ განცხადება დააკმაყოფილა და კომპანიის აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 3,48 თეთრით გაუძვირა. ამჟამად კი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში „თელასის" სატარიფო განაცხადია შესული, რომლის განხილვაც სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.