ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულების ანგარიშზე 9 290 ლარი გადარიცხა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულების ანგარიშზე 9 290 ლარი გადარიცხა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო სარგოდან 9 ათას 290 ლარი სტიქიით დაზარალებულებისთვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხა.

როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებმა, საჯარო მოხელეებმა, საკრებულოს წევრებმა, ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა, თბილისში 13 ივნისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შემოწირულობა პირადი ანგარიშებიდან გაიღეს.