მასობრივი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სტამბულში 250 პირი დააკავეს

მასობრივი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სტამბულში 250 პირი დააკავეს

დაკავებულები „ისლამურ სახლემწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ოპერაცია ქვეყნის 13 პროვინციაში ჩატარდა და მასში დაახლოებით 10 ათასი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.

გარდა სტამბულში ჩატარებული სპეცოპერაციისა, თურქეთის ხელისუფლებამ საჰაერო იერიში მიიტანა სირიაში, „ისლამური სახლემწიფოს“ ტერიტორიაზე.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ „ისლამურ სახლემიწფოზე“ დარტყმის განსახორციელებლად, აშშ-ს საკუთარი ავიაბაზა დაუთმო. გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახლემწიფოს“ დაბომბვას როგორც ჩვეულებრივი, ასევე, უპილოტო ვერტმფრენები მოახდენენ.

როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.