ყვარელში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში გვარდიის ჩართულობაზე დოკუმენტს პარლამენტი განიხილავს

ყვარელში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში გვარდიის ჩართულობაზე დოკუმენტს პარლამენტი განიხილავს

ყვარლის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში გვარდიის ჩართულობის შესახებ, დღეს პარლამენტმა უშიშროების საბჭოდან დოკუმენტი უნდა მიიღოს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყვარლის რაიონში სტიქიის შედეგად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ამიტომ მის სალიკვიდაციოდ საჭიროა გვარდიის ჩართვა. უსუფაშვილის თქმით, დოკუმენტი პარლამენტში დღის განმავლობაში შემოვა და საკანონმდებლო ორგანო მას დღეს დაამტკიცებს.