თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი ჩამოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატრიკ ჰიკი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსი ახვლედიანთან ერთად, სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებულ და განახლებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

მათივე ინფორმაციით, ობიექტების დათვალიერება 13:00 საათიდან ოლიმპიური სოფლით დაიწყება, შემდეგ კი პატრიკ ჰიკი სპორტულ არენებზე გადაინაცვლებს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ეწვევა სპორტულ კომპლექს "ახალ თბილისს" და ასევე, სპორტის ახალ სასახლეს.