"პროკურატურის შესახებ კანონში" ცვლილებებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კამათი გამოიწვია

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მცირე შეკამათება მოხდა. სხდომაზე პროკურატურის შესახებ კანონს განიხილავენ.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომაზე დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომელიც ხორციელდება მნიშვნელოვანია. ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს პროკურატურის სისტემაში დროთა განმავლობაში ცვლილებების უფრო ექფეტურად განხორციელებას და ის ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ იქნება მორგებული.

ქუცნაშვილის გამოსვლას დეპუტატატი შალვა შავგულიძე გამოეხმაურა. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ცვლილებები საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და ის ვენეციის კომისიის დასკვნას არ ასახავს.

სხდომაზე ამასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის მცირედი შეკამათება მოხდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.