თინა ხიდაშელი უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთა დაკავშირებით კითხვით მიმართავს

თინა ხიდაშელი უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთა დაკავშირებით კითხვით მიმართავს

თავდაცვის მინისტრს უკრაინის ხელისუფლებისგან აინტერესებს ოდესის  გუბერნატორის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოფიციალური კიევის პოზიციაა, თუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის .

როგორც თინა ხიდაშელმა "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტს განუცხადა, ის ამ კითხვაზე პასუხს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერისგან ითხოვს.

"მე მაქვს ძალიან სერიოზული კითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან და ხელისუფლებასთან, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებთან, როდესაც მიხეილ სააკაშილი აკეთებს ამ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებაზე, უკრაინული, ქართულ მედიისთვის, დღეს უკვე ბიბისისთვისაც, ესაა მათი სახელმწიფოებრივი პოზიცია, თუ ეს არის ერთი, არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონდე გუბერნატორის პოზიცია? ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად და გულწრფელად მაინტერესებს. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს ამაზე პასუხს. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი თავის თავს უფლებას აძლევს ასე მოიხსენიოს პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებასთან, ესაა მათი პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, თუ ერთი ინდივიდუალური არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანის? სხვა მხრივ სააკაშვილთან არც კითხვები მაქვს და არც პრეტენზიები. მე მასთან ურთიერთობა დავამთავრე 2004 წლის თებერვალში, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო დიქტატორი და მთელ დედამიწას უთხრა, რომ მე მინდა კონსტიტუცია, რომლითაც ვიქნები მეფე, დიქტატორი, ფაშა, მე მაშინ დავამთავრე მასთან ურთიერთობა“, - განაცხადა ხიდაშელმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.