თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები გაანადგურა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები გაანადგურა, რომლიდანაც თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ამასთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთებას ადგილობრივი მედია მოგვიანებით ელოდება.

დღეს თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მიერ თურქ მესაზღვრეებზე თავდასხმის შედეგად. სროლები მიმდინარეობდა კილისის პროვიცნიაში, რომელიც თურქეთის სამხრეთით მდებარეობს.

ამასთან, ორშაბათს თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო.