თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ორი დღის განმავლობაში სამი პოლიციელი მოკლეს

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ორი დღის განმავლობაში სამი პოლიციელი მოკლეს

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ "CNN Turk" იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციის პატრულს ცეცხლი უცნობმა პირმა გაუხსნა. პოლიციის დაჭრილი თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე ქალაქში ორი პოლიციელი 22 ივლისსაც მოკლეს, რაზეც პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.