ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების ერთ-ერთ მიზეზად დენის მოთხოვნაზე ზრდა სახელდება

ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების ერთ-ერთ მიზეზად დენის მოთხოვნაზე ზრდა სახელდება

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვინაიდან ქვეყანაში მოხდა დოლარის გამყარება, ხოლო ენერგოკომპანიებს აქვთ დოლარში ვალდებულება, მთავრობა სემეკის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სემეკის გადაწყვეტილება საჭირო იყო, რათა შენარჩუნებულიყო ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა და ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება.

„მთლიანობაში ტარიფების ცვლილებას რაც შეეხება უნდა ვთქვა, რომ სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მომხდარიყო 3,54 თეთრით დაკლება ტარიფის დღგ-ს გარეშე, დღეს ხდება დღგ-ს გარეშე 5.38 თეთრით მომატება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იმის მერე რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბევრი რამ შეიცვალა, მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასვე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქეყანაში, ასევე ბევრ ქვეყანაში, ანუ დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ამას გარდა ვინაიდან ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ რა თქმა უნდა გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებულ იქნას ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, რათა შენარჩუნებული იქნას უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახლემიფო მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას და ეს არ არის ფუფუნება, ესაა აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.