"იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი ჩემს ძმას შეიწყალებდა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მისი ძმა, ლევან ბობოხიძე და საქმეზე მასთან ერთად დაკავებული სამი პირი შეიწყალა.

როგორც "პირWელს" აკაკი ბობიხიძემ განუცხადა, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.

"გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტმა ჩემი ძმა და საქმეში მასთან ერთად დაკავებული სამი პირი შეიწყალა. იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას ხელს მოაწერდა. შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს", - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბობოხიძეს გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა.