მდინარე ნილოსზე ორი გემის შეჯახებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

მდინარე ნილოსზე ორი გემის შეჯახებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, მდინარე ნილოსზე ორი გემის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ეგვიპტის ხელისუფლებაზე დაყრდნობთ იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საკრუიზო მცირე ზომის გემი, რომელზეც დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა, მშრალტვირთმზიდს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

პოლიციამ ავარიის მიზეზების გარკვევამდე მშრალტვირთმზიდის კაპიტანი და მისი თანაშემწე დააკავა.