„ელექტროენერგიის ტარიფი 3.48 თეთრით გაძვირდა, ეს ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე შემცირდა“

„ელექტროენერგიის ტარიფი 3.48 თეთრით გაძვირდა, ეს ნაკლებია, ვიდრე თავის დროზე შემცირდა“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს მთავრობა პრემიერს სუბსიდირების მექანიზმებს წარუდგენს, რომელსაც ხვალ მოქალაქეებს გააცნობენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება და 3.48 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია. ეს არის ნაკლები, ვიდრე თავის დროზე შემცირდა. თქვენ იცით, რომ 3.54-ით იყო შემცირებული ტარიფი. დღესვე, ჩემ მოადგილეს დავავალე, მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტროსთან, თბილისის მერიასთან, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან იმაზე, რომ დღეს საღამოს წარვუდგინოთ პრემიერს სუბსიდირების მექანიზმები, რომელსაც ხვალ მოქალაქეებს გავაცნობთ“, - განაცხადა ხადურმა.