„როცა სააკაშვილი გაცილებით გიჟურ განცხადებებს აკეთებდა, ჯაჭვლიანისგან არ უნდა გაგვიკვირდეს“

„როცა სააკაშვილი გაცილებით გიჟურ განცხადებებს აკეთებდა, ჯაჭვლიანისგან არ უნდა გაგვიკვირდეს“

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სოზარ სუბარის თქმით, როდესაც ადამიანს ხალხისგან მანდატი აქვს მინიჭებული, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს მის სათქმელს.

„მაგრამ როდესაც ჩვენ 10 წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც გაცილებით გიჟურ განცხადებებს აკეთებდა, მგონი არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ვიღაცას მსგავსი რამ შეემთხვევა. პარლამენტის მანდატი სერიოზული მანდატია და ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს“, - განაცხადა სუბარმა.